ფლორენტინო პერესის მესიჯი ვინისიუს ჟუნიორს!

ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა ვინისიუს ჟუნიორის წარმომადგენელთან საუბრისას მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერა.

„რეალი“ კარგად ხვდება და ითავისებს, რომ ვინისიუსის დონის ფეხბურთელის მოძიება დღევანდელ სატრანსფერო ბაზარზე ფაქტობრივად შეუძლებელია.

ამასთან ერთად კი ვინისიუსი უნდა ხვდებოდეს, რომ მისთვის „ბლანკოსში“ გრძელვადიანი დარჩენა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება და პლანეტის მასშტაბით არ მოიძებნება გუნდი, სადაც ბრაზილიელი მოთამაშე თავს უფრო ბედნიერად იგრძნობს და მეტი პერსპექტივა ექნება.

სამეფო კლუბი თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამს და არც ხელფასის მნიშვნელოვან გაზრდაზე ამბობს უარს, მაგრამ ვინისიუსი კილიან მბაპეს ხელფასს ამ ეტაპისთვის ვერ მიიღებს.

ფლორენტინოს აზრით, ვინისიუსს ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ აკლდა როგორც პრეზიდენტის პერსონალური მხარდაჭერა, ასევე კლუბის თანადგომა.

და ბოლოს, ვინისიუსმა უკვე 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რაც დიდი ეპოქის მანიშნებელია, თუმცა სამეფო კლუბში ირიცხებოდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ეს 4-ჯერ, 5-ჯერ და 6-ჯერ შეძლეს, ეს კი ვინისთვის გამოწვევა უნდა იყოს. ასევე სამხრეთ-ამერიკელმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ოქროს ბურთისკენ ყველაზე მოკლე გზა მადრიდიდან მიდის.


1

31 ივლისი 2025 11:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 108
  • რამდენს უთმენემ 
  • ბაზარზე ამნაირები ვედრო 30 თეთრად ყრია 

2

31 ივლისი 2025 13:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 108
31 ივლისი 2025 11:47, ZIDANE5 says:
31 ივლისი 2025 11:37, Haladrid says:
  • რამდენს უთმენემ 
  • ბაზარზე ამნაირები ვედრო 30 თეთრად ყრია 

ერთი ვინიზე მაგარი მის პოზიციაზე ვინაა და მითუმეტეს სად ყრია ერთი მაინტერესებს? ჯერ ერთიც ამ ჭორებს რატო უჯერებთ ყველას? კაცი ისვენებს და იქ ტენიან ჭორებს, პერესის ფავორიტია ვინი და როგორც კი ჩამოვა მადრიდში ეგრევე გაფორმდება ახალი კონტრაქტი, ნუ გჯერავთ ეს ყველა ჭორი სირი ჟურნალისტები

გასაგებია მეგობარო მარა იმედია ცდები და შეთანხმება არ შედგება ნუ მე დიდი სიამოვნებით დაველოდები 

რაც შეეხება სხვებს ელიავაზე რომ არ იქნება ეგ ყველაფერი ლამ ვიცით და გულახდილად რომ თქვა ნიკო როდრიგო ან თუნდაც კვარა 

რომ დაფიქრდე ვინის პრაიმი წინის შინა წელი იყო როცა კროოსი დაატარებდა ( ეხა არ დაიწყო ოღონდ წლებია ერთი თამაშიც არ გამომიტოვებია) ვინი ტიპიური ლეაო ამ რაშფორდის ტიპის ფეღბურთელია თუ ბილურთი აქ გარბის თუ არა უყურებს სხვებს და ტკბება


3

31 ივლისი 2025 14:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1

გაიყიდოს ვინი  და კვარა ვიყიდოთ,მაგაზე კარგს ვერაფერს იზავს პერესი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (99)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)