„ტოტენჰემმა“ „რეალს“ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა
„ტოტენჰემი“ მზად არის, მთელი რესურსი გაიღოს იმისთვის, რომ როდრიგო გოეში საკუთარი გუნდის რიგებში ჩარიცხოს.
ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერსი იმატებს, როდრიგოს კი „რეალიდან“ წასვლის შემთხვევაში, უფრო მაღალი დონის გუნდში სურს თამაში.
ამ ეტაპზე „ტოტენჰემთან“ ერთად სამხრეთ-ამერიკელი შემტევისთვის „ლივერპულიც“ იბრძვის, რომელიც შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს.
მიუნხენის „ბაიერნი“ ბრძოლას გამოეთიშა და აღნიშნული ინფორმაცია გერმანულმა გამოცემებმაც დაადასტურეს.
ამ ეტაპისთვის „ტოტენჰემი“ ვაჭრობის პროცესშია, ფლორენტინო პერესი კი 100 მილიონ ევროს ითხოვს და მიიჩნევს, რომ გოეშის ადეკვატური ფასი სწორედ ეს არის.
- 29 ივლისი 2025
- 889
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.