პერესის გეგმა „არსენალთან“ მოლაპარაკებებში ჩავარდა
ფლორენტინო პერესის გეგმა, რომელიც ლონდონის „არსენალთან“ მოლაპარაკებებში ხორციელდებოდა, აშკარად ჩავარდა.
მიკელ არტეტას გუნდმა ვიქტორ გიოკერეში ოფიციალურად წარადგინა და როდრიგო გოეშისთვის ბრძოლა დასრულებულია.
„არსენალს“ როდრიგო აღარ აინტერესებს, პერესს კი ბრაზილიელის ჩართვა ვილიამ სალიბას ტრანსფერში სურდა.
ესპანური გამოცემების ცნობით, ერთადერთი გზა, რომელიც სალიბას მადრიდში ჩაიყვანს, 100 მილიონი ევროს გადახდა იქნება, ფლორენტინოს აზრით კი, ფრანგი 100 მილიონი არ ღირს.
დროის გასვლასთან ერთად, სალიბას ბერნაბეუზე თამაშის შანსები მცირდება.
- 27 ივლისი 2025
- 1 292
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.