მანე პედრო ლეონს გამოექომაგა
მოგეხსენებათ, ოსერთან მატჩის განაცხადში , სამეფო კლუბის პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პედრო ლეონი არ შეიყვანა, რამაც პრესაში დიდი მითქმა-მოთქმა ჰპოვა. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე კი ჟოზემ განაცხადა, რომ ლეონი არც პელეა და არც მარადონა და როდესაც იგი კარგად ივარჯიშებს, მაშინ მოხვდება განაცხადში. ესპანელი ფეხბურთელის ყოფილმა თანაგუნდელმა, მანემ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"როდესაც ლეონი ხეტაფეში თამაშობდა, იგი ძალიან ბევრს ნიშნავდა გუნდისთვის, ჩვენთვის მას პელეზე და მარადონაზე ნაკლები ფასი არ ჰქონდა, მაგრამ პედრომ "რეალში" წასვლა გადაწყვიტა. ლეონს არ აძლევენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას, სათადარიგოთა სკამიდან კი რთულია რამის გაკეთება , დარწმუნებული ვარ იგი იმსახურებს ადგილს "ბლანკოსის" ძირითად შემადგენლობაში."
- 29 სექტემბერი 2010
- 2 664
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.