„მილანი“ გარსიაში 18 მილიონს იხდის, „რეალი“ იტალიელებს მენდის სთავაზობს
იტალიური „მილანი“ ფრან გარსიას სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს იხდის, მაგრამ ჩაბი ალონსოს ესპანელ მარცხენა მცველის გაშვება არ სურს.
„როსონერის“ მადრიდული გრანდისგან ფერლან მენდის დამატება სულ რაღაც 5 მილიონ ევროდ შეუძლია.
ჩაბის ფავორიტი გარსიაა და არა ფერლანი.
5 მილიონი ევრო მენდის დონის გამოცდილი მცველისთვის ნამდვილად არ არის დიდი თანხა, თუმცა გარემოებებს ფრანგის ტრავმაც აფერხებს.
იტალიური გამოცემების ცნობით, „რეალი“ ფრანის გაშვებაზე იმ შემთხვევაში დაფიქრდება, თუ „როსონერი“ შეთავაზებას გაზრდის და 25 მილიონ ევროს გადაიხდის.
- 27 ივლისი 2025
- 317
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.