პერესი ჰალანდის გამადრიდელებაზე ოცნებობს
ფლორენტინო პერესი წინა ხაზში მბაპეს და ერლინგ ჰალანდის დუეტზე ოცნებობს.
პრეზიდენტს სურს, რომ 2026 ან 2027 წელს ეს ტრანსფერი სრულყოს და ნორვეგიელი ფეხბურთელი სანტიაგო ბერნაბეუზე იხილოს.
ადრე თუ გვიან ჰალანდი „სიტის“ დატოვებს და ეს ყველამ იცის.
მართალია, წინახაზელმა პეპ გვარდიოლას გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა შეთანხმებაში არის პუნქტები, რომელიც ნორვეგიელს სხვა კლუბის არჩევის საშუალებას აძლევს.
მადრიდში იციან, რომ ჰალანდის დამატება 200 მილიონ ევროზე ნაკლებად არ იქნება შესაძლებელი.
- 27 ივლისი 2025
- 720
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.