ჩაბი პერესს კიდევ ერთხელ შეხვდება
მადრიდული გამოცემების ცნობით, ჩაბი ალონსო ფლორენტინო პერესთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.
ბასკი სპეციალისტი ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნებას 31 ივლისს აპირებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ალონსოს და პერესის შეხვედრის მიზანი წამსვლელ ფეხბურთელთა სიის სრული ფორმირება იქნება და არა ახალი ტრანსფერები.
ჩაბის სურს, რომ გუნდი მაქსიმალურად გაწმინდოს იმ ფეხბურთელებისგან, რომლებთანაც თანამშრომლობას არ აპირებს.
ამ ეტაპისთვის გუნდიდან წასვლასთან ახლოს არიან ფერლან მენდი, დავიდ ალაბა, დანი სებალიოსი და როდრიგო, თუმცა მაღალი ალბათობით, სია კიდევ გაფართოვდება.
- 24 ივლისი 2025
- 1 285
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.