ენდრიკის გამოჯანმრთელებაზე 4 ადამიანი მუშაობს
ენდრიკ ფელიპე ამ ეტაპზე იაპონიაში იმყოფება.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ისვენებს, თუმცა აღდგენით პროცესსაც გადის.
წინახაზელთან ერთად იაპონიაში იმყოფება 4 ადამიანი, რომელიც ფელიპეს ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნავს.
4 აგვისტოს სახმრეთ-ამერიკელი ფეხბურთელი „რეალის“ ვარჯიშზე გამოცხადდება და ინდივიდუალურ დატვირთვას მიიღებს, ის ასევე გაივლის სამედიცინო შემოწმებას და შეფასდება პროგრესი, რომელიც მან ივლისის ბოლომდე უნდა აჩვენოს.
დღევანდელი პროგნოზით, ენდრიკი მოედანზე სექტემბრის ბოლომდე ვერ დაბრუნდება.
- 24 ივლისი 2025
- 522
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.