„რეალი“ მზად არის, კამავინგა გაყიდოს, ფასი ცნობილია!
ედუარდო კამავინგასთან დაკავშირებით მადრიდის „რეალმა“ რამდენიმე წინადადება მიიღო.
არსებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მზად არის საინტერესო წინადადებები მოისმინოს, თუმცა ფრანგ ფეხბურთელს აქვს კონკრეტული ფასიც.
ედუარდო 100 მილიონი ევრო ღირს. მისი გამოცდილებიდან, ასაკიდან და პერსპექტივიდან გამომდინარე, 100 მილიონი რელევანტური ფასი უნდა იყოს, შესაბამისად, მსურველ კლუბებს შეუძლიათ, დიდი თანხის გადახდის შემთხვევაში, მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულონ.
პერესი აპირებს, რომ კამას სანაცვლოდ მიღებული თანხა ტოპ ნახევარმცველის ტრანსფერს მოახმაროს. „რეალის“ რადარზე როდრი, ალექსის მაკ ალისტერი, ნიკოლო ბარელა და ენცო ფერნანდესი იმყოფებიან.
რაც შეეხება კამავინგას, მის მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი ინგლისის პრემიერლიგიდან მოდის.
- 24 ივლისი 2025
- 1 837
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.