პერესი ალაბას უფასოდაც გაუშვებს
Confidencial-ის ცნობით, მადრიდის „რეალი“ დავიდ ალაბას გაშვებაზე სერიოზულად მუშაობს. ავსტრიელი ფეხბურთელი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეთა ხუთეულშია.
შესაძლოა „მერენგებმა“ თანხა ვერ გამოიმუშავონ, მაგრამ დაიზოგება 10 მილიონი ევრო და საბონუსე სისტემა, რომელიც დავიდის ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.
სამეფო კლუბი მოლაპარაკებების გასახსნელად ღიაა, თავად დავიდს კი აქვს უფლება ნებისმიერ კლუბთან ჰქონდა საუბარი.
გამომდინარე ტრავმიანობიდან და სათამაშო კონდიციის მნიშვნელოვანი დაკარგვიდან, ჩაბი ალაბას მეხუთე არჩევანს უწოდებს, ხოლო ამ სტატუსის მქონე ფეხბურთელისთვის 10 მილიონის წლიურად გადახდა რა თქმა უნდა არარელევანტურია.
- დღეს, 12:16
- 611
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.