მადრიდის „რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
ორმხრივი შეთანხმების შედეგად, რომელიც ხანგრძლივი მოლაპარაკებების ფონზე შედგა, მადრიდული გუნდის ფეხბურთელი ალვარო როდრიგესი კარიერას „ელჩეში“ გააგრძელებს.
ალვარომ სამეფო კლუბის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და მთავარ გუნდში არაერთი წელი გაატარა.
გასულ სეზონში როდრიგესი „ხეტაფეს“ რიგებში თამაშობდა იჯარის წესით, ახლა კი კარიერას „ელჩეში“ გააგრძელებს.
მადრიდის „რეალი“ მადლობას უხდის ალვაროს გაწეული შრომისთვის და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.
- დღეს, 11:34
- 1 488
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.