სნეიდერი:„მე მჯერა ჩაბი ალონსოს მადრიდული პროექტის“

უესლი სნეიდერმა სახეცვლილ „რეალსა“ და მადრიდულ გუნდში ჩაბი ალონსოს დანიშვნაზე ისაუბრა.

„ჩაბი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, ის როგორც ფეხბურთელი დიდი ინტელექტის მქონე ფიგურა გახლდათ და იცის, როგორი ტაქტიკური მონახაზია საჭირო კონკრეტულ სიტუაციაში.“

„„ლევერკუზენში“ მუშაობის დროს, ალონსოს დიდი წარმატებები ჰქონდა, ახლა კი სულ სხვა სიმაღლეზე ავიდა.“

„ესპანელი სპეციალისტი შესანიშნავად იცნობს მადრიდულ გუნდს, მადრიდულ სულისკვეთებას, ბაზას, მოთხოვნებს და შესაძლებლობებს. მე მჯერა ბასკი სპეციალისტის მადრიდული პროექტის, რომელიც ესთეთიკაზე, სისწრაფესა და სანახაობაზე იქნება ორიენტირებული.“

„ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ საკუთარი ეგოს მართვა, ეს ბევრს ნიშნავს და ამას ჩაბი აუცილებლად მიაღწევს.“

„მე „რეალში“ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მივიჩნევ, რომ ეს კლუბი, როგორც სრულფასოვანი სტრუქტურა ახლა ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე მაშინ იყო.“

„სამეფო კლუბიდან წასვლა არ მინანია, მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რასაც შედეგებიც მოწმობს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (350)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)