სტილერი დღის წესრიგიდან მოხსნილია
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ანჯელო სტილერთან დაკავშირებით ნაბიჯებს არ დგამს.
ჩაბი ალონსოს უკვე შემდგარი ფეხბურთელის დამატება სურს, რადგან მიიჩნევს, რომ ნახევარდაცვაში ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.
ფლორენტინო პერესი სტილერში 40 მილიონს არ გადაიხდის და ეცდება სხვა მიმართულებით იმუშავოს.
გუნდის მთავარი მწვრთნელი აბსოლუტურად ყველა საუბარში ხაზს უსვამს, რომ კროოსის და მოდრიჩის წასვლამ სამეფო კლუბში ახალი ნახევარმცველების საჭიროება დააყენა.
ალონსოს აზრით, კამავინგას, ჩუამენის და სხვა მოთამაშეების ყოლა საკმარისი არ არის, რადგან „რეალს“ სჭირდება სრულიად განსხვავებული ტიპის ნახევარმცველი.
- 22 ივლისი 2025
- 666
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.