არბელოა:„ახალგაზრდებთან მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა“
ალვარო არბელოამ პრე-სეზონი დაიწყო.
„ახალგაზრდებთან მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა. აქ არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ირიცხება, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.“
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთავარ გუნდში არაერთი მოთამაშე დაწინაურდეს და დიდ წარმატებას მიაღწიოს.“
„დიეგო ლოპესი დიდი შენაძენია, მას საოცარი კარიერა ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, მეკარეების მიმართულებით ნაყოფიერ სამუშაოს გაატარებს.“
„ლოპესი ყველასთვის სამაგალითოა საკუთარი პროფესიონალიზმით და კარიერით.“
„ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, გავაუმჯობესოთ ფიზიკური კონდიციები და შემდეგ დიდი ყურადღება დავუთმოთ ტაქტიკურ კომპონენტებს. “
„გარემო უცხო არ არის, მე ვმუშაობდი ასაკობრივ ჯგუფებთან, ახლა კი კასტილიელთა სათავეში ვარ და მჯერა, წარმატების მიღწევის.“
- 17 ივლისი 2025
- 300
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.