კარერასი:„„რეალი“ ჩემთვის ყველაფერია, აქ გავიზარდე“

ალვარო კარერასმა მადრიდის „რეალის“ ტელევიზიას ოფიციალური ინტერვიუ მისცა.

„აქამდეც ბევრჯერ ვთქვი და ვიმეორებ, რომ მადრიდის „რეალში“ დაბრუნება ჩემი დიდი ოცნება იყო. სამეფო კლუბი ჩემთვის ყველაფერია, ახლა კი ავიხდინე ოცნება და მივიღე შანსი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ.“

„სულ პატარა ვიყავი, როდესაც ესპანეთის ფარგლების დატოვება მომიწია. სრულიად სხვა გარემოში მიწევდა ცხოვრება, სხვა ენაზე საუბარი და ასე შემდეგ. ახლა სამშობლოში დავბრუნდი.“

„მარსელო ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო, როდესაც ასაკობრივ ჯგუფებში ვთამაშობდი, ვიეირასთან ხშირად მქონდა შეხება და სასარგებლო რჩევებს მაძლევდა.“

„რა მთხოვა ჩაბიმ? ის, რასაც ყველას თხოვს. მაქსიმალური მონდომება, ბრძოლა და „რეალთან“ ერთად ტიტულების მოგებისთვის ყველაფრის გაღება.“

„ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. დარწმუნებული ვარ, სამეფო კლუბში უფრო დავიხვეწები და ყოველწლიურად უფროდაუფრო ძლიერი ვიქნები.“

„ქომაგებს ვპირდები, რომ ბოლომდე დავიხარჯები, სამეფო კლუბი ჩემთვის ყველაფერია, მე ამ გუნდის ტრადიციებზე გავიზარდე.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (350)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)