მადრიდის „რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გუნდს კიდევ ერთი დიდი ფეხბურთელი ტოვებს, რომელმაც წლების მანძილზე დაუვიწყარი ეპოქა შექმნა.
კლუბი დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავს ფეხბურთელის მიმართ, რომლის ღვაწლიც უდიდესია.
10 სეზონის განმავლობაში ვასკესმა 402 შეხვედრა ჩაატარა და უამრავი ტიტულის მოგება შეძლო, მის ანგარიშზეა 23 ტიტული.
ფლორენტინო პერესის თქმით, „ლუკას ვასკესი სამაგალითოდ წარმოადგენს „რეალ მადრიდის“ ღირებულებებს, რამაც ის ჩვენი გულშემატკივრების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფეხბურთელად აქცია. ლუკას ვასკესი სიმბოლურად გამოხატავს შრომისმოყვარეობას, შეუპოვრობას, თავმდაბლობას და გამარჯვებულის სულისკვეთებას, რაც აუცილებელია ამ მაისურით წარმატების მისაღწევად. ის არის ფეხბურთელი, რომელიც იმსახურებს „რეალის“ ყველა გულშემატკივრის სიყვარულსა და აღიარებას. „ბლანკოსი“ მისი სახლია და ყოველთვის იქნება“.
- გუშინ, 15:33
- 760
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.