„რეალი“ კონატეს სანაცვლოდ 25 მილიონს იხდის, „ლივერპული“ 50-ს ითხოვს
ბრიტანული გამოცემების ცნობით, თუ ზაფხულის ბოლომდე „ლივერპული“ იბრაჰიმა კონატესთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ფეხბურთელს გაყიდის.
ფლორენტინო პერესი მზად არის, კონატეს სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს, მერსისაიდელთა მოთხოვნა კი 50 მილიონიანია.
„რეალის“ აზრით, ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონის გადახდა უაზრობაა, ვინაიდან ის 1 წელიწადში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
ბრიტანელთა ცნობით, „ლივერპული“ მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა 25 მილიონად მოთამაშეს არცერთ შემთხვევაში არ შეელევა.
ამას ემატება თავად ფრანგის მყარი პოზიციაც, ის წასვლაზეა ორიენტირებული.
- 15 ივლისი 2025
- 510
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.