ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა "ოსერთან" მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

ჟოზე თამაშის შედეგით კმაყოფილია. როგორც მწვრთნელი აცხადებს, "ამ ეტაპისთვის 3 ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ G ჯგუფის ლიდერები ვართ. ოსერთან თამაში ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მოგება შევძელით."

"ჩვენ ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. ასეთი მატჩის მოგება არ არის იოლი, რადგან მოედნის ცენტრში ბურთის კონტროლი და კონტრშეტევებზე თავის კარგად დაცვა ერთად ძალიან რთულია. ამ ეტაპზე ჩვენთვის მოგება და 3 ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია."

"დღეს ბევრი საგოლე მომენტი არ გვქონია, როგორც ეს სხვა დანარჩენ შეხვედრებში იყო. პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, მეორე ტაიმში კი სხვა ხერხს მივმართეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ."

"ოზილის მოედანზე შეშვება თამაშის დაწყებამდე უკვე დაგეგმილი მქონდა. მე მას ავუხსენი, თუ რა უნდა გაეკეთებინა მოედანზე გუნდის დასახმარებლად, გერმანელმა ესპანური არ იცის, მაგრამ ის ყოველთვის გებულობს თუ რისი თქმა მინდა მე მისთვის."

"არ ვიცი სერხიოს მოხვდა თუ არა ბურთი ხელზე, ამას ტელევიზორში ვნახავ. დი მარიამ ლამაზი გოლი გაიტანა და რაც მთავარია ამ გოლით გუნდმა გაიმარჯვა და 3 ქულა მოიპოვა."

ინფორმაციის წყარო Realmadrid.com

  • Dzebnili
  • 29 სექტემბერი 2010
  • 2 680
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (157)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)