პედრეროლი:„ვინისიუსის ახალ სისტემასთან ადაპტირებას დრო დასჭირდება“
ხოსეპ პედრეროლმა მადრიდის „რეალში“ ვინისიუსის მდგომარეობა შეაფასა.
„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს ნამდვილად ვერ შევიტანთ ვინისიუსის აქტივში. ბრაზილიელი ფეხბურთელი ბევრს აქტიურობდა, მაგრამ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი იყო.“
„ვინი დაცვაში? მე პირადად ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩაბი ალონსო ყველა ფეხბურთელს თხოვს ბევრ სირბილს და საჭიროების შემთხვევაში დაცვაში აქტიურობას.“
„ვფიქრობ, ბრაზილიელს დასჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ ახალ სისტემას მოერგოს.“
„ახალი პოზიცია? ვინისიუსი ეფექტური მხოლოდ მაშინ არის, როდესაც მარცხენა ვინგერად თამაშობს. ვფიქრობ, დროის ფუჭი ხარჯვაა მისთვის სხვა ფუნქცია-მოვალეობების დაკისრება.“
- გუშინ, 18:55
- 529
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.