100 მილიონი ალექსის მაკ ალისტერისთვის - პერესის გადაწყვეტილება!

არაერთი ავტორიტეტული ესპანური გამოცემის ცნობით, ალექსის მაკ ალისტერის სანაცვლად მადრიდის „რეალი“ 100 მილიონ ევროს ამზადებს.

ფლორენტინო პერესი ძლიერი ნახევარმცველია ძიებაშია, არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ კი 100 მილიონიც არ ენანება.

ჩაბი ალონსოსთან შეხვედრამ და მწვრთნელის გეგმების მოსმენამ, ფლორენტინო კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაშია, რომ მოედნის ცენტრი გასაძლიერებელია.

მაკ ალისტერი „ლივერპულის“ ლიდერია, რაც ტრანსფერს ართულებს, მაგრამ მადრიდში მიაჩნიათ, რომ 100 მილიონის გადახდა სიტუაციას შეცვლის.

მაკ ალისტერი „ლივერპულმა“ ბრაიტონიდან 2023 წელს დაიმატა, მას შემდეგ კი ფეხბურთელის ფასი 45 მილიონზე მეტით გაიზარდა.

მხოლოდ გასულ სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგასი 35 თამაში ჩაატარა და საბოლოო გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა.

ასევე არგენტინელის ანგარიშზეა ჩემპიონთა ლიგის 8 მატჩი.

არნე სლოტის ფორმაციის მერსისაიდელთა რიგებში, მაკ ალისტერის როლი კიდევ უფრო გაზრდილია.


1

13 ივლისი 2025 20:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 98

ვინიში გავცვალოთ :)) ხურდაც დაუტოვოთ :)))


2

13 ივლისი 2025 20:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 848

ვინ გამოუშვებს... თან უბედური შემთხვევის ფონზე... ვირცი-მაკალისტერი და კიდე ვიღაცა ცენტრში და მშვენიერი გუნდია, იმედია გიოს ძირითადში მალე ვიხილავთ.


3

13 ივლისი 2025 20:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 662

მაკ ალისტერის ინტელექტუალიზმის დიდად არ მჯერა.

ეს არ არის ბარელას, ვირცის, ვიტინიას და თუნდავ სტილერის სტილის ფეხბურზტელი


4

13 ივლისი 2025 21:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 51

ძალიან მაგარია და ყოველთვის მინდოდა რო ჩვენთან ყოფილიყო უბრალოდ ერთადერთი რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს ის არი რო არგენტინელია მეზიზღება არგენტინელი ფეხბურთელები და მათი ბინძური ნაკრები 


5

13 ივლისი 2025 21:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 462
13 ივლისი 2025 20:02, Haladrid says:

ვინიში გავცვალოთ :)) ხურდაც დაუტოვოთ :)))

შენ გადადი და უქომაგე იქით ამის მომთრევის დედას. უკბინა ამ ჩლიფინამ.    


6

14 ივლისი 2025 01:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 252

ალონსომ ყურებით დაიჭირა პერესი და არარეალყრ ტრანსფერებს ითხოვს, იდეალური ფეხბურთელები გვყვავს ცენტრში, მხოლოდ სწორად უნდა გამოყენება, პრობლემა გვქონდა დაცვა და იმედია ჰოისენის და კარერასის ტრანსფერებით მოგვარდება ესეც. 


7

14 ივლისი 2025 19:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 152

ჩემი აზრით არ ჭირდება და ამაში ამდენი ფულის გადახდას როდრიზე იჩალიჩონ ჯობია. ერთი მარცხენა მცველი კიდე უნდა იყიდონ და გარსია -მენდი გაუშვან.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 იამალი 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (60)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)