კილიან მბაპე „10“-იანი ხდება
მადრიდული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპე მადრიდის „რეალის“ ახალი „10“-იანი ხდება.
ლუკა მოდრიჩის კონტრაქტი დღეს ოფიციალურად ამოიწურა, ხორვატი მოთამაშე კარიერას „მილანის“ რიგებში გააგრძელებს.
ამ ეტაპისთვის „რეალში“ 10 ნომერი თავისუფალია, ამ ნომერს კი მბაპე დაესაკუთრება.
არსებული ცნობით, „რეალი“ ახალი მაისურების შეკერვას უკვე შეუდგა და უახლოეს დღეებში ოფიციალურ მაღაზიებში კილიანის 10 ნომრიანი მაისურები გაყიდვაში ჩაეშვება.
ამ შემთხვევაში ყველა დღე მომგებიანია, ვინაიდან ზაფხული არის პერიოდი, როდესაც ახალი მაისურები ყველაზე სწრაფად იყიდება.
მადრიდში აქვთ მოლოდინი იმისა, რომ კილიანის 10 ნომრიანი მაისური, 9 ნომრიანი მაისურის გაყიდვების რეკორდს დაამყარებს.
- გუშინ, 18:48
- 483
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.