ჩაბი მილიტაოს ენდობა

მადრიდული გამოცემების ცნობით, ჩაბი ალონსო ედერ მილიტაოს ენდობა და მასზე დიდ ფსონს დებს.

ესპანელი სპეციალისტის აზრით, მილის შეუძლია მოწოდების სიმაღლეზე დაბრუნება.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 2-ჯერ უმძიმესი ტრავმა მიიღო, ყველაფერი ცუდი უკან მორჩა.

„მარკას“ ცნობით, მომდევნო სეზონში ალონსო ჰოისენს, რუდიგერს და მილიტაოს დაეყრდნობა, რაულ ასენსიო და დავიდ ალაბა კი დამატებითი არჩევანი იქნება აუცილებლობის შემთხვევაში.

მილიტაო აგვისტოს დასაწყისიდან გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს და ეცდება, რომ კონდიციები კიდევ უფრო მოიწესრიგოს.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ბრაზილიელს ტემპის მომატებაში დაეხმარება,  ის კვირების მანძილზე საკმაოდ დიდ დატვირთვებს იღებდა და ყველა ვარჯიშზე პირნათლად ასრულებდა ალონსოს დავალებებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 იამალი 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (60)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)