როდრიგო „ლივერპულის“ რადარზეც გამოჩნდა
ბრიტანული გამოცემების ცნობით, როდრიგო გოეში „ლივერპულის“ რადარზეც გამოჩნდა.
ლუიშ დიაში პრემიერლიგის დატოვებასთან ახლოს არის, არნე სლოტი კი მის შემცვლელად სწორედ როდრიგოს განიხილავს.
ბრიტანელთა ცნობით, „ლივერპული“ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
ამის პარალელურად, ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესმა აღნიშნული ინტერესი შესაძლოა ალექსის მაკ ალისტერის ტრანსფერისთვის გამოიყენოს.
როდრიგოს მიმართ ინტერესი „ლივერპულის“ გარდა მანჩესტერ „იუნაიტედს“, ლონდონის „არსენალს“, მიუნხენის „ბაიერნს“ და „ჩელსისაც“ აქვთ.
ასევე გაცხადებულია, რომ „რეალი“ გოეშს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.
- გუშინ, 12:22
- 486
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.