„რეალი“ კონატეში 20 მილიონზე მეტს არ გადაიხდის

მადრიდის „რეალი“ „ლივერპულთან“ ვაჭრობას იწყებს. გამომდინარე იქედან, რომ იბრაჰიმა კონატეს მერსისაიდელებთან კონტრაქტი 1 წელიწადში ეწურება, მისი ფასიც მცირდება.

თუ ფრანგ უკანახაზელს „ბლანკოსი“ მომდევნო ზაფხულს დაიმატებს, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება გუნდს, თუმცა სატრანსფერო ბონუსის სახით დაახლოებით 15 მილიონ ევროს მიიღებს.

ამის პარალელურად, „რეალი“ მის დამატებას ამ ზაფხულსაც განიხილავს, თუმცა 20 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.

ვაჭრობა დაწყებულია, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კი თავად ფეხბურთელის პოზიცია იქნება.

5 მილიონით მეტის გაღება და ამ ზაფხულსვე ტრანსფერის დახურვა, პერესის ინტერესებში ნამდვილად შედის, მაგრამ საინტერესოა, რამდენად დათანხმდება „ლივერპული“ დაცვის ლიდერის გაყიდვას, თანაც მესამედ ფასად, ვინაიდან კონატეს ფასი ამ ეტაპზე 60 მილიონია.

1

12 ივლისი 2025 13:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 548

ამ კაცს არავისში აღარ უნდა ფულის გადახდა, სულ ვაჭრობს. კონატეს არ ეხება, მაგარამ არ არსებობს ტრანსფერი რომ ამას არ ეძვიროს. რამდენი ფრანსფერი გავუშვით ხელიდან ბოლოს დროს ვინ დათვლის, იმის გამო რომ ამან ფულის გადახდა არ მოინდომა.

2025 წლის მონაცემებით რეალის ისევ ყველაზე მდიდარი კლუბია და ტრანსფერებში ფულის გადახდა უკვე ყოველ წელს პრობლემაა. დავზდებთ თავისიფალ აგენტებს ან იაფიან ფეხბურთელებს. რეალი მეგა ტრანსფერს ამზადებს, რეალი მეგა ტრანსფერს ამზადებს. რამდენჯერ დაიწერა ეს სიტყვები და მერე ისე გამოვა რომ თურმე ძვილი ღირს ესა თუ ის ფეხბურთელი. ვირცი და ზუბიმენდი ხომ გავუშვით ხელიდან, წინა სეზონში კეინის დათრევა შეიძლებოდა და ისიც ეძვირა. და რავი რომელი ერთი. თუმცა აქ ზოგიერთებს რომ კითხო კეინი არაა რეალის დონე.

მოკლედ ბაბუ მაგარი გაჟმოტებულია.

2

12 ივლისი 2025 15:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 131

ვინც არაა გაჟმოტებული ბარსელონაა, რომელიც უკვე კლუბის სახელს და სტადიონს და უფლებების 50% ყიდის, რადგან ვალებში იხრჩობა. ნუ გამოვალთ რომის პაპზე მეტი კათოლიკეები, პლორენტინო პერესი არის რეალის კი არა სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი, ფეხბურთის კლუბებს შორის, საუკეთესოც და ეხლა პერესმა არ იცის კლუბს რისი ფინანსური რესურსი აქვს და რისი არა? 30 წლიანი სესხი აქვს აკიდებული ბერნაბეუს რეკონსტრუქციის გამო და რა ქნას ისროლოს კეინებში და ვირცებში 200 მილიონები? 

ამ რეალს ფეხბურთელები კი არა ტიტულების მოგების სურვილი და ჟინი აკლია, ასვეე დისციპლინა. კამავინგას და ჩუამენს, ვინისთან ერთად უკვე 2 ლიგა აქვშ მოგებული და არცერთი არაა 24 წელზე ზემოთ, ვერ უყურებ დადიან მოედანზე. მე რომ მკითხო, ვინც გვყავს ისიც გასაყიდია, მაგალითად ვინისიუსი. შემადგენლობაში უნდა იყვნენ ახალგაზრდა, ვრძოლისუნარიანი ტიტულებზე დამშეული ხალხი, რომელიხ ყველა ბურთისთვის იბრძვის, ჩვებ გვყავს ზარმაცი, მოუნდომებელი და ზანტი მაღალი კლასის მოთამაშეები, რომელთაც სირვილი ეზარებათ. 

კურტუა

არნოლდი კონატე ჰოისენი რუდიგერი კარერასი

ვალვერდე ბელინგემი შტილერი

მბაპე მასტანტუონო/როდრიგო

აი ეს გუნდი ყველაფრისთვის იბრძოლებს და გაზულუქებული ზარმაცი ხალხიც აღარ იქნება. 

3

12 ივლისი 2025 17:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 140
12 ივლისი 2025 15:44, Luca_Modric says:

კი ნამდვილად გეთანხმები, პროსტა ეზარებათ და მოტივაცია არ აქვთ, თან მოგებაც იყო და მოგწბაც 2022ში, ისეთები გამოაგდეს და ისეთ ბეწვის ხიდზე გაიარეს მაგ ლიგამ ზედმეტი თავდაჯერებულობა ჩაუნერგა და გონიათ ყველა თამაშს ეგრე დაატრიალებენ, მაგიტოა რო ტრაქს არ აქანებენ პირბელ 60წუთში. ვინისიუსი როდრიგო მენდი , ალაბა გინდ გყოლია გინდ არა, ლუკა და ვასკესი ისეც წავიდნენ, არდა არაა ცუდი ბიჭი მარა იმ პოზიციაზე სადაც დგას ვერ გაქაჩავს, ეგ ან 10იანზე ან მარჯვენა ვინგერად უნდა იდგწს, უფრო 10იანზე ალბად. მაგიტოა მნიშვნელოვანი ალონსომ ტაქტიკა აირჩიოს და ფეხბურთელები იმის მიხედვით მოოყვანოს

4

12 ივლისი 2025 22:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 462
12 ივლისი 2025 13:27, murtoreali777 says:

ამ კაცს არავისში აღარ უნდა ფულის გადახდა, სულ ვაჭრობს. კონატეს არ ეხება, მაგარამ არ არსებობს ტრანსფერი რომ ამას არ ეძვიროს. რამდენი ფრანსფერი გავუშვით ხელიდან ბოლოს დროს ვინ დათვლის, იმის გამო რომ ამან ფულის გადახდა არ მოინდომა.

2025 წლის მონაცემებით რეალის ისევ ყველაზე მდიდარი კლუბია და ტრანსფერებში ფულის გადახდა უკვე ყოველ წელს პრობლემაა. დავზდებთ თავისიფალ აგენტებს ან იაფიან ფეხბურთელებს. რეალი მეგა ტრანსფერს ამზადებს, რეალი მეგა ტრანსფერს ამზადებს. რამდენჯერ დაიწერა ეს სიტყვები და მერე ისე გამოვა რომ თურმე ძვილი ღირს ესა თუ ის ფეხბურთელი. ვირცი და ზუბიმენდი ხომ გავუშვით ხელიდან, წინა სეზონში კეინის დათრევა შეიძლებოდა და ისიც ეძვირა. და რავი რომელი ერთი. თუმცა აქ ზოგიერთებს რომ კითხო კეინი არაა რეალის დონე.

მოკლედ ბაბუ მაგარი გაჟმოტებულია.

ვირცი ტრამვირებადი ქერა  სირია  სეზონში 10 მატჩით ზუბიმენდი იქ წავიდა სადაც მისი დონეა. ანგელო შტილერი და კონატე. და მორჩა ტრანსფერები  არავინ გვინდა 

5

12 ივლისი 2025 23:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 252

კონატე, ჰოისენი და მილიტაო-რუდიგერიდან ვინც უკეთესს ფორმაში იქნება, ვფიქრობ დაცვის ცენტრში პრობლემები მოგვარდება, არნოლდი-კარვახალი ერთ ფრთაზე და კარერასი-გარსია მეორეზე, კურტუა-ლუნინი კარებში. ამაზე იდეალური დაცვითი ჯებირი აღარ ვიცი, მთავარია ალონსომ სეზონის განმავლობაში ისე დატვირთოს ყველა ფეხბურთელი რომ ტრამვები აირიდოს, ამ შემადგენლობის გუნდმა რაც რეალს ეყოლება წელს უპრობლემოდ უნდო მოიგოს ლა ლიგაც და კოპა დელ რეიც. 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 იამალი 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (60)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)