მადრიდში სტილერი გიულერის სტილის ფეხბურთელად მიაჩნიათ
ანჯელო სტილერი მადრიდში არავის დავიწყებიათ, მაგრამ ფლორენტინო პერესს გერმანელი ფეხბურთელის მიმართ სკეპტიკური გნაწყობა აქვთ.
სტილერს არდა გიულერს ამსგავსებენ. მიუხედავად იმისა, რომ თურქი ფეხბურთელი ფლანგზეც თამაშობს და უფრო შემტევი სტილის ფეხბურთელია, ჩაბი ალონსო მასში ცენტრალურ ნახევარმცველს ხედავს.
ანჯელო სტილერი ტიპიური ნახევარმცველია, მაგრამ მადრიდელთა აზრით, მისი ტრანსფერი არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
Defensacentral-ის ცნობით, „ბლანკოსი“ ნახევარმცველთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს და სურს, რომ რაც შეიძლება ეფექტური გადაწყვეტილება მიიღოს.
ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, სტილერი ბრიტანულ გუნდებსაც სურთ, ეს გარემოება კი „რეალის“ ამოცანას ართულებს.
- 12 ივლისი 2025
- 651
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.