კროოსი:„არდას დრო სჭირდება, ის საოცარი ფეხბურთელი იქნება“
ტონი კროოსმა არდა გიულერზე ისაუბრა.
„არდა გიულერს დრო სჭირდება. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, გამოცდილება კი დამატებით კლასს მოიტანს.“
„საფეხბურთო ინტელექტი, რომელიც თურქ ფეხბურთელს აქვს, ყველანაირი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.“
„მერწუნეთ, გიულერში არის ის პოტენციალი, რომელიც „რეალის“ ლიდერობას სჭირდება.“
„გასულ სეზონში „რეალს“ ბევრი პრობლემა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, პირველ რიგში ტრავმებიდან გამომდინარეობდა.“
„ჩაბი ალონსო? ყველაზე მეტად ესპანელ სპეციალისტში დისციპლინის სიყვარული მომწონს, მას აქვს კონკრეტული წესები, რომელიც ყველა ფეხბურთელმა უნდა გაითვალისწინოს.“
„ალონსო ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და მწვრთნელის რანგშიც ასეთია. ბასკს დიდ წარმატებს ვუსურვებ.“
- 12 ივლისი 2025
- 1 089
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.