„რეალმა“ როდრიგოს ფასი დაადო!
მადრიდის „რეალმა“ როდრიგო გოეშს კონკრეტული ფასი დაადო.
თუ მსურველი კლუბი 100 მილიონზე ნაკლებს გადაიხდის, ფლორენტინო პერესი ამ წინადადებას არ მოისმენს.
ამ ეტაპისთვის ბრაზილიელის მიმართ ინტერესს „არსენალი“, „ჩელსი“, მიუნხენის „ბაიერნი“ და „სიტი“ იჩენენ.
„რეკორდმაისტერი“ პარალელურად ლუიშ დიაშის ტრანსფერზეც მუშაობს და შესაძლოა ამ პროცესს მალე გამოაკლდეს, თუმცა სამხრეთ-ამერიკელს მსურველები არ აკლდება.
„მარკას“ ინფორმაციით, „არსენალი“ ახალი წინადადების ფორმირების პროცესშია.
- 12 ივლისი 2025
- 993
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.