„რეალის“ ოფიციალური განცხადება - 2 ტრანსფერი დადასტურებულია!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ერთობლივად ორი ტრანსფერი დაადასტურა.
მადრიდის „რეალმა“ და ლისაბონის „ბენფიკამ“ შეთანხმებას მიაღწიეს, რის საფუძველზეც რაფაელ ობრადორი პორტუგალიური კლუბის ღირსებას დაიცავს.
ობრადორმა „ბენფიკაში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და პრეზენტაციაც შედგა.
მადრიდული გრანდი მადლობას უხდის ობრადორს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
ვიქტორ მუნიოსის ტრანსფერი!
მადრიდის „რეალსა“ და „ოსასუნას“ შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში, კანტერანო ვიქტორ მუნიოსი კარიერას პამპლონელთა რიგებში გააგრძელებს.
მადრიდული გუნდი მადლობას უხდის ვიქტორს იმ წლებისთვის, რომელსაც „მერენგების“ რიგებს მიუძღვნა, ახალ ასპარეზზე კი წარმატებებს უსურვებს.
- 12 ივლისი 2025
- 1 426
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.