„ხეტაფე“ გონსალოს ითხოვს
მიუხედავად იმისა, რომ გონსალო გარსიას „რეალში“ დარჩენა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, „ხეტაფე“ იმედს არ კარგავს.
მადრიდული გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელს მუდმივ სათამაშო დროს პირდება და სჯერა, რომ შეთანხმება შესაძლებელია.
„ხეტაფეს“ ხელმძღვანელობა ფლორენტინო პერესთან 1 წლიან იჯარაზე საუბრობს, სადაც მოთამაშის ხელფასსაც სრულიად მოიჯარე გუნდი გადაიხდის.
გარსიას მიზანი „რეალში“ დარჩენაა, მაგრამ თუ ჩაბი მას შეელევა, მადრიდში დარჩენა და ლა ლიგაში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ცუდი გამოსავალი ნამდვილად არ უნდა იყოს.
- 11 ივლისი 2025
- 324
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.