დელ ბოსკე:„ამ ნაბიჯების გარეშე მბაპე და „რეალი“ ვერაფერს მიაღწევენ“

ვისენტე დელ ბოსკემ „რეალში“ არსებული სიტუაცია შეაფასა და ჩაბი ალონსოს რჩევები მისცა.

„მე მომწონს მიდგომები, რომელიც ჩაბის აქვს. ის შესანისნავი სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, მომდევნო ათწლეულებში დიდ წარმატებას მიაღწევს.“

„თუ „რეალს“ წარმატების მიღწევა სურს, მბაპე უნდა იყოს მბაპე და ვინისიუსი ვინისიუსი, მათ უნდა ჰქონდეთ კონკრეტული როლები და ფუნქციები.“

„ამ ეტაპისთვის, არც ბრაზილიელში და არც ფრანგში არ ვხედავ იმ ბედნიერებას, რომელიც უმაღლესი კლასის ფეხბურთის საჩვენებლად სჭირდებათ.“

„პირველ რიგში საჭიროა კონკრეტული პოზიციების ჩამოყალიბება. მე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვერც მბაპეს პოზიცია დავინახე და ვერც ვინის, ისინი ყველგან იყვნენ, მაგრამ მობილურობამ შედეგი არ მოიტანა, რადგან არ ჰქონდათ მკაფიო იდეები და კომბინაციები.“

„მე ვფიქრობ, რომ ვინისიუსს დაცვაში თამაში არ უნდა დაავალონ, მწვრთნელმა როგორც ვინი, ასევე მბაპე უნდა მიიღოს იმ ნაკლოვანებებით, რომელიც აქვთ. სამაგიეროდ, უნდა გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რაც მათ შეტევაში აქვთ.“

„„ბლანკოსში“ ბევრი კომპონენტია მოსაწესრიგებელი, ამას ცალსახად ვხედავ.“

„ნახევარდაცვა? ვფიქრობ, სიახლეებს უნდა ველოდოთ, რადგან გუნდს ლუკა მოდრიჩიც ტოვებს. ის დიდი ძალაა, რომელიც გამოცდილებას ახალგაზრდებსაც უზიარებდა.“


1

11 ივლისი 2025 15:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 110

სწორს ამბობს. ნამდვილი პროფესიონალია.


2

11 ივლისი 2025 16:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 221

100 % იანია მაგრამ ეხლა ვერც ერთ ვეღარ გადააკეთებს - დილემაა უსერიოზულესი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 იამალი 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (60)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)