გადაწყვეტილია - პერესმა მეგატრანსფერები დააანონსა!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა „პსჟ“-სთან საშინელი მარცხი ძალიან მძიმედ აღიქვა.
პრეზიდენტი დარწმუნდა, რომ გუნდი კიდევ მნიშვნელოვნად არის გასაძლიერებელი.
ჩაბი ალონსოს ტრანსფერთან დაკავშირებით სრული ავტონომია ექნება, პერესი კი მისი იდეების სრული მხარდამჭერი იქნება.
„მარკას“ ინფორმაციით, კვირის ბოლომდე მთავარ მწვრთნელს, პრეზიდენტსა და გუნდის გენერალურ დირექტორს შორის შეხვედრა შედგება, სადაც არაერთი აქტივობა დაიგეგმება.
„რეალში“ ხვდებიან, რომ გუნდის ნახევარდაცვაში სერიოზული ცვლილებებია საჭირო, სწორედ ამიტომ, ალონსო არამხოლოდ ერთ, არამედ მეორე ნახევარმცველსაც ითხოვს.
ფლორენტინო პერესს თვენახევარი აქვს იმისთვის, რომ გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიეროს, მოქმედებები კი დაწყებულია.
- 11 ივლისი 2025
- 3 078
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.