ლუკა მოდრიჩი:„ბოლო მატჩის მაისური მას ვაჩუქე“
ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალს“ დაემშვიდობა.
„ალბათ დრო დამჭირდება იმისთვის, რომ გავითავისო რეალობა. მე აღარ ვარ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელია. ეს ჩემი ოჯახი იყო და ასე იქნება მომავალშიც.“
„13 დაუვიწყარი წელი გავატარე „მერენგების“ სადარაჯოზე და არნახული ეპოქა შევქმენი, ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერების წლები იყო.“
„ფავორიტი მომენტი? რა თქმა უნდა, „ლა დესიმა“. მსგავსი სიხარული არასდროს მიგრძვნია.“
„ყველაფერს აქვს დასასრული, მაგრამ არ დასრულდება ურთიერთობა, რომელიც ჩემსა და „ბლანკოსს“ შორის არის. ეს ჩემი ცხოვრების კლუბია.“
„ბოლო მაისური არდა გიულერს ვაჩუქე, ის ჩამეხუტა და მითხრა, რომ „რეალში“ ჩემი სტილის ეპოქა სურს. მჯერა, რომ თურქის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.“
„ფლორენტინო პერესს ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი ჰქონდა. მან საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა ჩემში, შემდეგ ვგრძნობდი არნახულ მხარდაჭერას. იყო რთული მომენტებიც, მაგრამ პრეზიდენტს ყოველთვის სჯეროდა ჩემი. გუნდის მმართველის ფაქტორი „მერენგებში“ უდიდესია, ის საოცარი ეპოქის ავტორი გახლავთ.“
„როდესაც ვნახე ფოტოები, რომელიც ბერნაბეუზე ჩემს გაცილებას უკავშირდებოდა, მას ცრემლი მოსდიოდა, ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ნიშნავს.“
„მე მივდივარ, მაგრამ ვრჩები მადრიდის „რეალის“ დიდ ქომაგად. ამ კლუბის წარმატება ყოველთვის ისე გამეხარდება, როგორც პირადი.“
- 11 ივლისი 2025
- 6 662
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.