კურტუა:„ყველაფერი უაზრო შეცდომებმა გადაწყვიტა“
ტიბო კურტუამ „პსჟ“-სთან შეხვედრა შეაფასა.
„ყველაფერი უაზრო შეცდომებმა გადაწყვიტა, რამაც ჩვენ საწყის წუთებში 2 გოლი გაგვეშვებინა.“
„რთულია გონს მოეგო მაშინ, როდესაც სტარტზე 2:0-ს ხედავ ტაბლოზე და თანაც შენი ბრალეულობით. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, მაგრამ აღარაფერი გამოვიდა.“
„ლუის ენრიკეს გუნდს დიდი ფსიქოლოგიური მუხტი მიეცა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში გამოიყენა.“
„ჩვენ უნდა მივყვეთ ჩაბი ალონსოს გეგმას, ის აუცილებლად მოიტანს შედეგებს. დარწმუნებული ვარ, პარიზელებთან დაპირისპირება ღრმა ანალიზს დაექვემდებარება.“
„მოდრიჩი ლეგენდაა, ის იმსახურებს პატივისცემას, რომელსაც ყველა სტადიონზე გრძნობს.“
„დანი კარვახალს და ედერ მილიტაოს წარმატებებს ვუსურვებ, მათი დაბრუნება დაცვის ხაზში უმნიშვანელოვანესია. იზრდება რესურსი, რაც პირდაპირ აისახება თამაშის ხარისხზე. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ბრაზილიელი და ესპანელი კვლავ „ბლანკოსის“ სამსახურში არიან.“
- 10 ივლისი 2025
- 786
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.