ჩაბი ალონსო:„სამარცხვინო წაგების მთავარი მიზეზი ეს არის“
ჩაბი ალონსომ „პსჟ“-სთან სამარცხვინო მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მე ვფიქრობ, რომ ამ მატჩიდან დასკვნებია გასაკეთებელი. წაგებას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მივიჩნევ, რომ პირველ რიგში ტაქტიკურ გაუმართაობას ჰქონდა ადგილი. ლუის ენრიკეს გუნდს ყველაფერი გამოსდიოდა, ჩვენ კი არაფერი.“
„მეორე ტაიმში მეტად შევძელით თამაშის გაკონტროლება, მაგრამ მეტოქე ყველა კომპონენტში გვჯობდა და ეს არის მოცემულობა, რომელსაც სჭირდება ღრმა ანალიზი.“
„ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალის“ ლეგენდაა, მან 13 წლის განმავლობაში დაუვიწყარი ეპოქა შექმნა და უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა.“
„ახალი სეზონი აგვისტოში იწყება, ახლა ფეხბურთელებს დასვენება მართებთ, შემდეგ კი საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს ჩავატარებთ.“
„რატომ არ ითამაშა როდრიგომ? ეს მხოლოდ სამწვრთნელო შტაბის ტექნიკური გადაწყვეტილება იყო.“
„ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს, რომელსაც სათანადო პასუხი უნდა გავცეთ. დარწმუნებული ვარ, მადრიდის „რეალს“ აქვს პოტენციალი იმისა, რომ საოცარი ფეხბურთი ითამაშოს.“
- 10 ივლისი 2025
- 11 083
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.