ლუის ენრიკე:,,ახლა რეალის შესწავლა შეუძლებელია"
„პსჟ“-ს მთავარმა მწვრთნელმა „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო იქნება სამეფო კლუბთან შეხვედრა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ახლა „რეალი“ ყველაზე საშიშია, რადგან რთულია მათი ტაქტიკური ანალიზი. მატჩის წინ ყოველთვის ვახერხებთ მეტოქის შესწავლას, მაგრამ ჩაბის გუნდი ამ ეტაპზე ახალ სტილს აყალიბებს და არავინ იცის, რა სქემა იქნება გამოყენებული კონკრეტულად ნახევარფინალურ დაპირისპირებაში.“
„ყველა ვარიანტში ლაღ ფეხბურთს ველი, ორივე გუნდს უყვარს შეტევაზე ორიენტირება.“
„ჩემი გუნდი საბრძოველად მზად არის. ვიცით, რომ ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. თუ „რეალის“ ბარიერს დავძლევთ, კიდევ უფრო შემართულები და მოტივირებულები ვიქნებით.“
„ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც წარმატების მიღწევა, უდიდესი შედეგი იქნება, ჩვენ ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
„ბუნებრივია, ფეხბურთელები დაღლილები არიან, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი.“
- 9 ივლისი 2025
- 1 996
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.