ხვიჩა:,,რეალს პატივს ვცემთ, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავალთ"
ხვიჩა კვარაცხელიამ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
„ჩვენი შეკრული გუნდი ვართ. ფეხბურთელები ბედნიერები არიან, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.“
„მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს უდიდესი გუნდია და ვიცით, რომ რთული ბრძოლა გველის, თუმცა მოედანზე მოსაგებად გავალთ. ჩვენი მიზანი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გასვლა და გამარჯვებაა.“
„მბაპე? ის მსოფლიო დონის ფიგურაა, კილიანთან ერთად „ბლანკოსი“ რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ძლიერია. მბაპე ახლა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ იასპარეზებს, ჩვენ კი „რეალის“ ყველა მოთამაშის პატივისცემა გვმართებს.“
„მთავარია მატჩზე ვკონცენტრირდეთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ.“
- 9 ივლისი 2025
- 808
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.