ჯუდ ბელინგემი:„მასთან ერთად „რეალში“ თამაში ჩემი ოცნება იყო“

ჯუდ ბელინგემმა „პსჟ“-სთან შეხვედრის წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

„მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, მე კი მე-100 დაპირისპირებას ვაგროვებ. 2 სეზონში მსგავსი მაჩვენებელი ნამდვილად საოცარი შედეგია, რითიც ვამაყობ, მაგრამ მჯერა, რომ მალე იქნება მე-200, მე-300 და კიდევ უფრო მეტი მატჩი. აქ ბედნიერი ვარ და თავს საოცრად ვგრძნობ, ეს მხოლოდ ისტორიის დასაწყისია, დანარჩენი კი ყველაფერი წინ არის.“

„მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, მოვიგე ლა ლიგა, გავიტანე ბევრი მნიშვნელოვანი გოლი და გუნდისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება შევძელი. ეს ყველაფერი ერთობლიობაში მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემს მადრიდულ კარიერას წარმატებული ვუწოდო. სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს, ჩემთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ.“

„ერთი როლი არასდროს მქონია. რამდენჯერმე შევიცვალე პოზიცია და ვცდილობ, ყველა მხრიდან ეფექტური ფეხბურთი ვითამაშო. ჩაბისთან ერთად ხშირად ვაანალიზებ, როგორც მატჩებს, ასევე ვარჯიშებს და ვცდილობ, დავიხვეწო და კიდევ უფრო ეფექტური გავხდე.“

„ახალი იდეები და ენთუზიამი ძალიან მნიშვნელოვანია. მადრიდის „რეალს“ ახალ სეზონში დიდი გეგმები ექნება, იქამდე კი გუნდი ეცდება პრე-სეზონის გამოყენებას.“

„ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი „პსჟ“-სთან წარმატების მიღწევაა, ჩვენ მხოლოდ 1 ნაბიჯი გვაშორებს ფინალამდე, სწორედ ამიტომ, მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში გვმართებს. ვიცით, რომ მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ბრძოლა მარტივი არ იქნება.“

„ახალწვეულები? როგორც ჰოისენი, ასევე ტრენტი გუნდისთვის უკვე ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს. მე ვცდილობ, რომ ყველაფერში დავეხმარო. არაერთხელ მითქვამს, რომ ალექსანდერ არნოლდთან ერთად „რეალში“ თამაში ჩემი ოცნება იყო. ინგლისელის სახით „ბლანკოსმა“ მეგა ვარსკვლავი დაიმატა.“

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე. ამერიკაში უკვე 3 კვირაა ვიმყოფებით და ეს დრო საკმარისი გახლდათ იმისთვის, რომ ადაპტაცია კარგად გაგვევლო, ახლა მთელი კონცენტრაცია ნახევარფინალზე გვაქვს და ვეცდებით ფინალში გასვლას.“

„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, მადრიდის „რეალის“ ყველა ფეხბურთელი არნახულ მხარდაჭერას გრძნობს. სითბო და ოვაციები, რომელიც ჩვენს მიმართ მოდის ნამდვილად გამორჩეულია.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (215)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)