მანჩესტერმა „რეალის“ ნახევარმცველისთვის 90 მილიონი გაამზადა

ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „იუნაიტედს“ მადრიდის „რეალის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი სურს და მხოლოდ როდრიგო გოეშის მიმართ ინტერესით არ კმაყოფილდება.

საქმე ეხება ორელიან ჩუამენის, რომლის სანაცვლოდაც ბრიტანული მხარე 90 მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა.

2022 წელს ფლორენტინო პერესმა ორელიანის სანაცვლოდ „მონაკოს“ 80 მილიონი ევრო გადაუხადა.

მანჩესტერში ნახევარდაცვის გაძლიერებაზე სერიოზულად მუშაობენ და მიიჩნევენ, რომ ჩუამენი იდეალური ვარიანტია.

იმ ფონზე, რომ „ბლანკოსს“ ფრანგის გარდა ტიპიური ჩამშლელი არ ჰყავს, მოლაპარაკებები საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ თუ ჩაბი ალონსო ალტერნატივას იპოვის, ჩუამენის წასვლა გამორიცხული აღარ იქნება.


1

8 ივლისი 2025 14:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 140

არ უნდა გაუშვან ჩუამენი მისნაირი ჩამშლელი და კაცი რომელსაც ცენტრალურ მცველად შეუძლია თამაში ჩემი აზრით გასაწვები არაა


2

8 ივლისი 2025 18:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 275

ამათი მართლა ვერ გავიგე, კამავინგა გავუშვათო, ჩუამენიც გავუშვათო, როდრიგოც და ენდრიკიცო, სებალიოსიც ლაფატკაზე ზის, მოდრიჩი და ვასესი ისედაც მიდიან და საინტერესოა ალონსო მოთამაშე მწვრთნელად ხომ არ მოვიდა გუნდში


3

8 ივლისი 2025 21:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 11

მილიონჯერ დაიწერა რომ ჩუამენი ხელშეუხებელი ძირითადის კაცია. 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 10
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (181)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)