ვისენტე:„როდესაც მოედანზე „რეალია“, ფავორიტი უკვე განსაზღვრულია“
„ვალენსიას“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ვისენტე როდრიგესმა მადრიდის „რეალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფავორიტად დაასახელა.
„მახსოვს ტურნირის დასაწყისი, სადაც მადრიდის „რეალს“ ტოპ 5 ფავორიტს შორისაც არ მოიხსენიებდნენ, მაგრამ ეს გუნდი უკვე 1/2 ფინალშია და მხოლოდ 1 ნაბიჯი აშორებს ფინალს.“
„პარიზი თუ მადრიდი? მე რა თქმა უნდა, „რეალი“ მსურს და მივიჩნევ, რომ როდესაც მოედანზე „ბლანკოსია“, იქ ფავორიტი უკვე განსაზღვრულია.“
„საინტერესო დაპირისპირებას ველი. შეტევა უყვარს, როგორც ლუის ენრიკეს, ასევე ჩაბი ალონსოს. ტაქტიკური თვალსაზრისით ნამდვილად მიმზიდველი შეხვედრა იქნება.“
„ჩემი აზრით, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს სწორედ ის გუნდი მოიგებს, რომელიც ამ წყვილში იქნება გამარჯვებული.“
- დღეს, 12:05
- 187
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.