კონატემ „ლივერპულს“ კიდევ ერთი უარი უთხრა
როგორც ჩანს, იბრაჰიმა კონატეს მართლაც ძალიან სურს მადრიდის „რეალის“ რიგებში გადასვლა.
ფრანგმა უკანახაზელმა „ლივერპულს“ ახალ კონტრაქტს უარი უთხრა, მოქმედი ხელშეკრულება კი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.
იბრაჰიმას ფასი კონტრაქტის ვადების გამო მნიშვნელოვნად მცირდება, „რეალს“ კი მისი დამატება მომდევნო ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს.
არსებული ინფორმაციით, თუ შეთანხმება შედგება და კონატე „ბლანკოსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, სატრანსფერო ბონუსის სახით 15 მილიონ ევროს მიიღებს.
ამის პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ მერსისაიდელები შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში, კონატეს გაყიდვაზე ამ ზაფხულსვე იფიქრებენ, სავარაუდო ფასი კი სწორედ 15-20 მილიონის ფარგლებში იმერყევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პერესისგა აქტიურობას ამ ზაფხულსაც შესაძლოა ველოდოთ.
- დღეს, 12:04
- 179
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.