ხაკობო „კომოს“ უახლოვდება

იტალიური გამოცემების ცნობით, ხაკობო რამონის წარმომადგენლები გუშინ „კომოს“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

ესპანელ უკანახაზელს იტალიური კლუბი ორ ვარიანტს სთავაზობს, როგორც საიჯარო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ასევე 4 წლიან კონტრაქტთან.

ფაბრეგასი მზად არის, რამონი 2 წლიანი იჯარით წაიყვანოს, ასევე მზად არის, ფეხბურთელთან  4 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს და ფლორენტინო პერესს მომდევნო 2 წლის განმავლობაში გარკვეული თანხის სანაცვლოდ მისი გამოსყიდვის უფლება მისცეს.

თუ საქმე იჯარას შეეხება, ხაკობოს ხელფასის 50%-ს მადრიდის „რეალი“ გადაიხდის, ხოლო 4 წლიანი კონტრაქტის შემთხვევაში, ხელფასს სრულად იტალიური კლუბი დაფარავს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (135)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)