როდრიგო „პსჟ“-ში! პერესმა გეგმა წარადგინა
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს ცნობილი ამბების შემდეგ მადრიდის „რეალისა“ და „პსჟ“-ს ურთიერთობა არ დამთბარა, თუმცა ალ ჰელაიფს და მის წარმომადგენლობას როდრიგო გოეშის დამატების სურვილი მაინც აქვს.
მადრიდული გამოცემები იუწყებიან, რომ „ბლანკოსი“ აღნიშნულ წინადადებას განიხილავს, თუმცა დათმობაზე პარიზული გრანდიც უნდა წამოვიდეს.
კერძოდ, საქმე ეხება პორტუგალიელ ვიტინიას, რომელიც ლუის ენრიკეს გუნდის ნახევარდაცვის ლიდერი და დირიჟორია.
ESPN-ის ცნობით, პარიზული გრანდი ვიტინიას არცერთ შემთხვევაში არ დათმობს, თუმცა მადრიდის „რეალს“ დასაკარგი არაფერი აქვს და თუ „პსჟ“ როდრიგოთი მართლაც ინტერესდება, პერესი საკუთარი ინტერესების გატარებას აპირებს, რისი გეგმაც უკვე არსებობს კიდეც.
- გუშინ, 10:35
- 2 099
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.