მბაპე:„„პსჟ“-სთან კიდევ უფრო ეფექტური ვიქნები“
კილიან მბაპემ მსოფლიო მუნდიალის 1/4 ფინალის დაპირისპირება შეაფასა და „პსჟ“-სთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვიმსახურებდით გამარჯვებას და ტაბლოზე სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა.“
„გუნდი უმატებს და ჩაბი ალონსოს სტილზე ეტაპობრივად გადადის. ესპანელს მოსწონს მუდმივი დომინაცია და ვფიქრობ, ამ მატჩმა მისი სტილი კიდევ ერთხელ აჩვენა.“
„ჩემი გოლი დიოგუ ჯოტას მიეძღვნა, მისმა ამბავმა შემძრა.“
„წინ „პსჟ“-სთან შეხვედრაა. მე ამ გუნდთან მრავალწლიანი კავშირი მქონდა, მაგრამ ახლა „რეალის“ ღირსებას ვიცავ. გპირდებით, პარიზელთა წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტური ვიქნები. დროის გასვლასთან ერთად ჩემი პროგრესიც აშკარაა.“
„ფინალამდე სულ ცოტა გვაშორებს და ვალდებულები ვართ, მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ.“
- გუშინ, 13:59
- 6 870
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.