გონსალო:„გოლებს კიდევ გავიტან, ძალიან დიდი მოტივაცია მაქვს“
გონსალო გარსიამ „დორტმუნდთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მე კიდევ გავიტანე და გუნდს გამარჯვების მიღწევაში დავეხმარე. ეს ბევრს ნიშნავს და მივიჩნევ, რომ ჩემი მოტივაცია პიკზეა.“
„კიდევ გავაგრძელებ მეტოქის კარის აღებას, მჯერა საკუთარი შესაძლებლობების და პერსპექტივის.“
„მწვრთნელი ყოველთვის ითხოვს სივრცეეების ათვისებას. ვიცით, რომ მომენტებით უნდა ვისარგებლოთ. ტრენტისგან და არდა გიულერისგან ხშირად ვსარგებლობ კარგი პასებით.“
„არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ საჯარიმოს შემტევი ვარ. მოძრავი მოთამაშე ვარ და სხვა პოზიციებიდანაც შემიძლია გუნდის დახმარება.“
„ხოსელუსთან შედარება? როგორც გითხარით, მე ჩემი სტილი მაქვს. ახალგაზრდა ვარ და განვითარებაზე ვფიქრობ.“
- გუშინ, 13:43
- 351
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.