ალონსო:„გუნდი უმჯობესდება, ამას ყველა ერთად ვხედავთ“

ჩაბი ალონსომ „დორტმუნდის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„80 წუთის განმავლობაში მატჩის სადავეები ხელიდან არ გაგვქცევია, თუმცა შემდეგ იყო მცირედი ხარვეზები. მივიჩნევ, რომ სასწავლი კიდევ ბევრი გვაქვს, თუმცა გუნდი უმჯობესდება და მთავარი ეს არის. წინ 1/2 ფინალური ეტაპია, სადაც ჩვენ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გველის.“

„2:1? ვფიქრობ, ამ მომენტში ანგარიში გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო, რამდენიმე საინტერესო მომენტი ვერ გამოვიყენეთ.“

„ჰოისენის დაკარგვა კარგი ამბავი არ არის, მაგრამ ვეცდებით, პარიზელთა წინააღმდეგ ფონს მის გარეშე გავიდეთ. ახლა მცირე დასვენება მჭირდება.“

„ლუის ენრიკეს გუნდს წარმოუდგენელი მუხტი აქვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ „რეალის“ მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იქნება.“

„როდესაც გუნდს სჭირდება, ვალვერდე შემტევებს ეხმარება, როდესაც გუნდს სჭირდება, ფედე დაცვაში ჩამოდის. ის არის უნივერსალი, რომელსაც აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები და ეს მე ძალიან მომწონს.“

„ფრან გარსია უდაოდ იმსახურებდა საუკეთესოს ჯილდოს. ესპანელი ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და საოცარ სისწრაფეებს ანვითარებდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგი ფიზიკური კონდიციების მხრივ არანაირ პრობლემას არ განიცდის, მისი მომზადების დონე უმაღლესია.“

„არნოლდის ადაპტაცია ძალიან კარგად მიდის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მან მთელი ცხოვრება „ლივერპულს“ მიუძღვნა და სხვა კლუბში თამაშის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია. ინგლისელი საოცრად თამაშობს, ის კიდევ მოუმატებს.“

„გონსალო სწორ დროს, სწორ ადგილას მოხვდა. ესპანელი ფეხბურთელი გოლის გატანის საოცარ ალღოს ფლობს და ეს ძალიან მახარებს.“

„ზრდასთან და გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენი მიზანი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გასვლა და გამარჯვებაა.“

„კურტუა ნამდვილად უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, როდესაც ის კარში დგას, ძალიან დიდი იმედით ვივსები.“

„მბაპე 100%-ით საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ უმჯობესდება. ფრანგმა საოცარი გოლის გატანა შეძლო, მას გასახდელში ვუთხარი, რომ ეფექტური გოლი გამოუვიდა, რომელიც დამატებითი მუხტის მომცემი უნდა იყოს.“

„უმთავრესი მიზანი არის მეტი კომპაქტურობა, გააზრებული კომბინაციები და შეტევაში სწრაფი გადასვლა. გუნდი უმჯობესდება, ამას ყოველდღიურად ვუყურებ და მჯერა, რომ წინ დიდი წარმატებებია.“


1

გუშინ და 14:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 638

ჩაბი 4-4-2 სისტემას უფრო უნდა მიაწვე რა.


3-5-2 საშუალო დონის გუნდებთან კი ბატონო, მაგრამ გრანდებთან არ ივარგებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (81)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)