ვიქტორ მუნიოსი „ოსასუნას“ უახლოვდება
ესპანური გამოცემების ცნობით, ახალგაზრდა კანტერანო ვიქტორ მუნიოსი, რომელიც ახლა შეერთებულ შტატებში მთავარ გუნდთან ერთად იმყოფება, „ოსასუნასთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს.
პამპლონური კლუბი ვიქტორს სათამაშო დროს პირდება და ლა ლიგაში დიდი გამოცდილების მიღების მიზნით მოლაპარაკებების წარმატებთ დასრულება, მოთამაშესაც აძლევს ხელს.
„მარკას“ ინფორმაციით, „ოსასუნა“ მზად არის, მუნიოსი 4 წლით დაიმატოს, ხოლო „რეალს“ ფეხბურთელის უკან დაბრუნების პერსპექტივა მომდევნო 2 წლის განმავლობაში ექნება.
ესპანური მედიის ცნობით, მხარეები მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან.
- დღეს, 15:11
- 107
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.