ჯუდ ბელინგემი:„ფინალში გასვლაზე ვოცნებობთ“
ჯუდ ბელინგემმა „დორტმუნდთან“ მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მეორე სეზონი გაცილებით რთული იყო, ვიდრე პირველი, თუმცა ფეხბურთში ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნები.“
„ჩვენ ვიცით და ვაცნობიერებთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებას. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან და ბოლომდე ვიბრძოლებთ ფინალისთვის.“
„დიდ სიყვარულს და ჩახუტებას ვუგზავნით დიოგუ ჟოტას ოჯახს.“
„ტრენტ ალექსანდერ არნოლდისთვის ეს დღეები რთულია, ის და პორტუგალიელი შემტევი „ლივერპულში“ 5 წლის განმავლობაში თამაშობდნენ ერთად. ვცდილობთ, ტრენტზე დადებითად ვიმოქმედოთ და ვანუგეშოთ.“
„სამწუხაროა, რომ ჩემი ძმა „რეალის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, ის დისკვალიფიცირებულია, თუმცა ამას ახლა მნიშვნელობას არ ვანიჭებ.“
„ეს სტადიონი ჩვენთვის ცნობილია, „რეალს“ აღნიშნულ არენაზე რამდენჯერმე აქვს ნათამაშები, ქომაგების მხარდაჭერა კი ყოველთვის განსაკუთრებული იყო.“
- დღეს, 14:00
- 260
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.