ჩაბი ალონსო:„ეს სიტყვები ფედე ვალვერდესთვის არასდროს მითქვამს“
ჩაბი ალონსომ „დორტმუნდთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მზად ვარ, ყველა შეკითხვას ვუპასუხო, მაგრამ მაქამდე მსურს დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადო დიოგუ ჟოტას და მისი ძმის ოჯახებს. ეს შემზარავი ამბავია, რომელმაც სრულიად საფეხბურთო სამყაროზე საშინლად იმოქმედა. მე ვაცხადებ, როგორც პირად, ასევე კოლექტიურ მხარდაჭერას და თანადგომას „ლივერპულის“ ვარსკვლავის ოჯახის მიმართ.“
„კილიან მბაპე 100%-ით მზად არის, ითამაშებს თუ არა სასტარტოში, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადავწყვეტ.“
„ენდრიკი აქ ჩემი ინიციატივით ჩამოვიდა, ის უნდა გაეცნოს ვარჯიშის სპეციფიკას, რომელიც მე მაქვს. მიხარია, რომ თავდასხმაში დიდი რესურსია, მთავარია ეს რესურსი სწორად იქნას მიმართული.“
„გონსალო და მბაპე? ვფიქრობ, მათ ერთად თამაშიც შეუძლიათ. კონკრეტულ შემთხვევაში, ამ დუეტს გამოვიყენებ.“
„ჩუამენი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მან კარგად გაითავისა რას ვითხოვ კონკრეტულ სიტუაციაში. ფრანგ ფეხბურთელს დიდი ფიზიკური ძალა აქვს, ასევე ფლობს ტექნიკურ შესაძლებლობებს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი სარგებელის მოტანა შეუძლია.“
„ეს არის პროცესი, რომელიც ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ბურთი არდა გიულერს აქვს, მეტი შესაძლებლობა არსებობს შეტევების განვითარების კუთხით. თურქზე დიდ იმედებს ვამყარებ, ის ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა.“
„ლუკა მოდრიჩი ნამდვილი ლეგენდაა, ყოველი ვარჯიში, რომელსაც მასთან ერთად ვატარებ, დასაფასებელია. მისი ცოდნა და გამოცდილება სხვა ფეხბურთელებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.“
„როდრიგო პროგრესირებს, მან იცის, რა უნდა გააკეთოს საუკეთესო ფორმაში ჩასადგომად. ბრაზილიელი ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობს და არც ახალ ტემპთან უჭირს ადაპტირება.“
„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატმა უკვე გვაჩვენა სხვადასხვა კონტინენტისა და ლიგის შესაძლებლობები. ეს ჩემპიონატი მართლაც ძალიან საინტერესოა და ხშირად ისეთი შედეგები ფიქსირდება, რაც არ არის პროგნოზირებადი. ეს გამომდინარებს სწორედ სხვადასხვადა ტრადიციიდან და მიდგომიდან.“
„კამავინგასთან დაკავშირებით მშვიდად ვარ, ის უმჯობესდება. ფრანგს დიდი შესაძლებლობები აქვს.“
„ფედე ვალვერდე? ურუგვაელ ფეხბურთელს უსასრულოდ შემიძლია საუბარი. დარწმუნებული ვარ, ახალ სეზონში სამხრეთ-ამერიკელის როლი კიდევ უფრო გაიზრდება, ის ჩემთვის შეუცვლელი ფიგურაა.“
„ირბინე, იმოძრავე, მეტი ინტენსივობ - ეს სიტყვები ფედესთვის არასდროს მითქვამს, ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.“
- დღეს, 13:25
- 501
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.