ჟოზე მოურინიომ სასწრაფოდ დატოვა პრეს-კონფერენცია
მადრიდის "რეალის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ სასწრაფოდ დატოვა პრეს-კონპერენცია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, მეორე რაუნდის მატჩის წინ, ოსერის წინააღმდეგ.
პორტუგალიელ სპეციალისტს ძალიან არ მოეწონა ჟურნალისტების საქციელი, რომლებმაც რამოდენიმეჯერ კითხეს ახალგაზრდა ნახევარმცველი პედრო ლეონის განაცხადს მიღმა დატოვების მიზეზი.
"ნორმალური იქნებოდა თუ შემეკითხებოდნენ გამოჩნდებოდა თუ არა ბენზემა ძირითად შემადგენლობაში, თუკი იგუაინიც სასტარტოში იქნებოდა. მე კი მეკითხებიან პედრო ლეონზე ისე, თითქოს საუბარი იყოს ზიდანზე ან მარადონაზე. ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ ხეტაფეში თამაშობდა." - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Marca.
- 28 სექტემბერი 2010
- 2 940
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.