სტილერი „ინტერში“, ბარელა „რეალში“

იტალიური გამოცემების ცნობით, მილანის „ინტერი“ ანჯელო სტილერის ტრანსფერზე მუშაობს.

ამის პარალელურად მადრიდის „რეალს“ ახალი კომბინაცია აქვს მოფიქრებული.

ჩაბი ალონსოს ნიკოლო ბარელა ძალიან მოსწონს და ფლორენტინო პერესს თხოვს, რომ „შავ-ლურჯებს“ იტალიელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაუხადოს.

თუ სტილერი მილანში ჩავა, ბარელას გაშვების პერსპექტივა გაჩნდება, მადრიდის „რეალი“ კი სტილერის სატრანსფერო საკითხების შუამავლის როლშიც შეიძლება ვიხილოთ.

კერძოდ, არ არის გამორიცხული, სტილერის „ინტერში“ გადასვლისთვის საჭირო 40 მილიონი ევრო „ბლანკოსმა“ გადაიხადოს, ხოლო ბარელას სატრანსფერო თანხის გადანაწილება მოხდეს.

თუ „შტუტგარტი“ 40 მილიონს „რეალისგან“ მიიღებს, ფლორენტინო მზად არის „ინტერს“ დამატებით 30 მილიონი ევრო ამავე ზაფხულს, ხოლო დანარჩენი 20 მილიონი, რომელიც 90 მილიონს შეავსებს 2026 წლის მაისის ბოლომდე გადაუხადოს.

გარდა ამისა, „რეალი“ მზად არის, მილანურ მხარეს ბარელას სანაცვლოდ დამატებით 10 მილიონი გადაუხადოს, თუ პირველი კონტრაქტის პირობებში, ნიკოლო „ბლანკოსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.


1

4 ივლისი 2025 12:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 787

მშვენიერი შეთავაზებაა, უნდა დაფიქრდნენ...


2

4 ივლისი 2025 12:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8

რა სირობა მოიფიქრეს. რაღა დროს ბარელაა აწი პენსიაში გავა


3

4 ივლისი 2025 15:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 814

MoIYVANON STILERI RA CDEBS ATAREBEN


4

4 ივლისი 2025 16:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 173

ერთი მარჯვენა მცველი არ უყიდა ანჩელოტის ზამთარში, არა და ზუსტად მაგ ფლანგის ჩავარდნის გამო წააგო გუნდმა ლიგაც, ლა ლიგაც და კოპა დელ რეიც, ეხლა კიდევ ამდენ უაზრო ტრანსფერებს ახორციელებენ. სანამ ეს ახალი ფეხბურთელები ადაპტაციას გაივლიან და გუნდს შეეჩვევიან კი გავა ერთი სეზონი და მგონი ალონსოსაც ლაფატკაზე დასვავს


5

4 ივლისი 2025 21:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3

ოღონდ შტილერი ინტერში გადავიდეს და არა რეალში და თუ უნდათ ბარელა კიარა რუბენ ნევეში მოიყვანონ მერე

4 ივლისი 2025 16:36, გურჯი says:

ერთი მარჯვენა მცველი არ უყიდა ანჩელოტის ზამთარში, არა და ზუსტად მაგ ფლანგის ჩავარდნის გამო წააგო გუნდმა ლიგაც, ლა ლიგაც და კოპა დელ რეიც, ეხლა კიდევ ამდენ უაზრო ტრანსფერებს ახორციელებენ. სანამ ეს ახალი ფეხბურთელები ადაპტაციას გაივლიან და გუნდს შეეჩვევიან კი გავა ერთი სეზონი და მგონი ალონსოსაც ლაფატკაზე დასვავს

4 ივლისი 2025 16:36, გურჯი says:

უაზრო ტრანსფერი რომელი იყო ტრენტი ჰაუსენი თუ მასტანტუონო? თან სულ მალე კარერასიც დაემატება კარვახალიც ჯანზე მოდის, გარსიაც კაი ფორმაშია რაც შეეხება ნახევარ დაცვას ერთ კაი ფეხბურთელს თუ დაიმატებენ კიდე თორე მეტი არცაა საჭირო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (254)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)